რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს!- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგეი გავრილოვმა „რია ნოვისტის“ განუცხადა.მისივე თქმით, მართლმადიდებელობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა თბილისში შეწყდა.

 

გავრილოვის განცხადებით, ადგილობრივმა რადიკალებმა მას წყალი შეასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს.

 

მისივე თქმით, რუსმა პარლამენტარებმა დაცვის ქვეშ დატოვეს საქართველოს პარლამენტი შენობა.

 

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.