„ძირს ბიძინა ივანიშვილი", „გაუმარჯოს ერთიან საქართველოს", -ამ ლოზუნგებით მიმდინარეობს საპროტესტო აქცია რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეები დღეს პარლამენტში, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის წაყვანას აპროტესტებს. აქციაზე სიტყვით პოლიტიკოსებთან ერთად, სამოქალაქო აქტივისებიც გამოდიან.

 

გამომსვლელების თქმით, დღეს აქ მოსახლეობა პარტიული კუთვნილების მიუხედავად ყველა ერთად დგას და იცავენ საქართველოს ღირსებას.

 

რაც შეეხება მოთხოვნებს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ირაკლი კობახიძე ვეღარ შევიდეს პარლმენტში და გადადგეს თანამდებობიდან. ასევე, მისი თქმით, უნდა გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და შეიცვალოს კონსტიტუცია, რადგან 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.