რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე საკრებულოს წევრების ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას აქციის მონაწილეების გაღიზიანება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

როგორც იქ მისულმა შაქარიშვილმა და ჯიშკარიანმა განაცხადეს, ამ აქციაზე საზოგადოების აზრი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ოკუპირებული. შაქარიშვილი სიტყვით გამოსვლას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. საკრებულოს წევრების განცხადებამ, რომ პროცესებსა და ხალხის განწყობებს „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს, აქციის მონაწილეები გააღიზიანა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

ამის შემდეგ ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.