პარლამენტის შენობის ეზოში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა. ცოტა ხნის წინ პარლამენტის ეზოში მობილიზებულ შსს-ს თანამშრომლებს პოლიციელები რამდენიმე მანქანით დაემატნენ.

 

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში კვლავ რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რომან გოცირიძე, ნიკა მელია, მამუკა ჩიქოვანი, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრები. ისინი სხდომათა დარბაზის დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სასესიო დარბაზში რჩებიან მანამდე, ვიდრე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ აიღებს და დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრაქცია კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურას დაიწყებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.