კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ.

 

„ბოლო საათების განმავლობაში ჩვენთან კომუნიცირებენ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, რაც ნამდვილად სიმპტომია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასების და შედეგების. ამ კომუნიკაციის შედეგად ჩვენთვის ცნობილი გახდა ორი ინფორმაცია - პირველი, რომ გაცემულია ბრძანება გიგი უგლავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების თაობაზე. ასევე გამოყოფილია 20 მილიონიანი ფონდი ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტრაქციების ჩასატარებლად და მომიტინგეებისთვს არაპოლიციური, არამედ ერთგვარად დაქირავებული ადამიანების მხრიდან პრობლემების შესაქმნელად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.