რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვით „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია მიმართავს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

 

რუსთაველის გამზირი, ხალხის სიმრავლის გამო გადაკეტილია. აქციის მონაწილეები მოითხოვონ თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და გუშინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.