რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ პუტინის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. ამავე ბრძანების თანახმად, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან დროებით იკრძალება. ბრძანების მიზანის რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

 

ასევე, ბრძანების თანახმდა, ტუროპერატორებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოსთან დაკავშირებით ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.