20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს, - ამის შესახებ პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქციაზე მისულმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, აქ შეკრებილმა ახალგაზრდებმა მიახვედრეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველდღიურია და მის გარეშე ბედნიერება არ არსებობს.

 

„რას ვეტყვი ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩვენ გამოგვაფხიზლეს ყველა, შემოჰკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია - მე პირადად და ყველა ჩვენგანი კიდევ ერთხელ მივხვდით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური და ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება. თავისუფლების გარეშე არ არსებობს ბედნიერება, არ არსებობს წარმატებულის საქმე, ერთიანობა, ეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება და 20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებთან თანამშრომლობას, როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „თანამშრომლობას ყველასთან გეგმავს, ვისაც ვისაც საქართველო უყვარს“.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.