„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ხელი გაარტყა

 

ბესელია ზარდიაშვილს ხელი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გაარტყა.

 

დეპუტატებს შორის, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა. უფრო კონკრეტულად, დეპუტატებს შორის ჩხუბი ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა ბესელიას შესახებ მაშინ, როცა გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას უსვამდა. აღნიშნულზე ბესელია გაღიზიანდა.

 

კომიტეტის სხდომაზე ამ დრომდე დაძაბული სიტუაციაა. ისმის ბესელიას მხრიდან ზარდიაშვილის მისამართით შეძახილი: „ნაძირალა“.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.