„ქართული ოცნება" საზოგადოებრივი პროტესტიდან გამომდინარე იძულებული გახდა, მიეღო ის გადაწყვეტილება, რომლის გაკეთებაც მათ არ უნდოდათ - ერეკლე კუხიანიძეს უნდა ეყოს გონიერება, თვითონ დატოვოს მანდატი და უარი თქვას საკრებულოს წევრობაზე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან", დავით ჟღენტმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ერეკლე კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მიუღებელია.

 

„რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც მტრის წინაშე არ აღიარებს იმ კონკრეტულ საზღვრებს, რომლის აღიარებასაც მას სთხოვდნენ, ამის გულისთვის პატიმრობაშია და შესაბამისად, ვაჟა გაფრინდაშვილი არის პირი, რომლის მიმართებაშიც „ქართული ოცნება" თავდაყირა უნდა იყოს და ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ის ყოფილიყო გათავისუფლებული. ნაცვლად ამისა, ვხედავთ, რომ მის ოჯახთან მიმართებაში არის ლანძღვა-გინება და ეს არის არასწორი დამოკიდებილება. შესაბამისად, ეს განცხადებები არის მოღალატეობრივი განცხადებები. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება" საზოგადოებრივი პროტესტიდან გამომდინარე იძულებული გახდა, მიეღო ის გადაწყვეტილება, რომლის გაკეთებაც მათ არ უნდოდათ. ეს საზოგადოებრივმა პროტესტმა განაპირობა, რომ ეიძულებინათ „ქართული ოცნება" და შესაბამისად, გაერიცხათ კუხიანიძე ფრაქციიდან. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ერეკლე კუხიანიძეს უნდა ეყოს გონიერება და თვითონ უნდა დატოვოს მანდატი და თქვას უარი საკრებულოს წევრობაზე", - აღნიშნა ჟღენტმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.