მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტატეგიულ პარტნიორთან - საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულ ინტიტუტებს.

 

"აშშ მხარს უჭერს დაცულ, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მოგვწონს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელებისას მიღწეული პროგრესი და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის სისტემა, რომ თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებებისგან. აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები უზრუნველყოფილი იყოს", - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.