8 ადამიანია დაკავებული, აქედან აიყვანეს, ზოგი გულწასული წაიყვანეს, ნოდარ რუხაძე გულწასული წაიყვანეს, დაკავებულია ზუკა ბერძენიშვილია, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, რომეო ფარულავა, გიორგი ღუმლაძე. ახლა ვარკვევთ ზუსტად რამდენიმეს ადგილსამყოფელს, რომ მათთან შევუშვათ ადვოკატები,- ამის შესახებ პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა.

 

მაქარაშვილმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსა.

 

„ხვალ აქ ძალიან მწვავე სიგნალს მიიღებს ბიძინა ივანიშვილი. 31 სდეკემბერს, რომ ეს ყველაფერი არ უნდა გააკეთონ, მაგასაც ვერ ხვდებიან. ერთი ადამიანი არ მეგულება ქვეყანაში, ვინც იტყოდა, რომ მაჩალიკაშვილის კარავი უნდა აიღოს და იქ ბავშვების ბატუტი უნდა დადგას. ეს ხელისუფლება ასე ფიქრობს და არ შეიძლება ყოვლად უუნარო, მოღალატე მოქალაქეების ჯგუფი მართავდეს ქვეყანას, ისე როგორც ისინი მართავენ. ძალიან მალე დასრულდება ეს ხელისუფლება. გადავნაწილდებით, იმიტომ რომ დაკავებულებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ნაწილი დახვდება მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც ახლა გზაშია და ძალიან მწვავე რეაქციით დაბრუნდება აუცილებლად და ლოგიკურიც არის მისი ეს პროტესტი. ნაწილი დავრჩებით, ნაწილი გადავნაწილდებით სამმართველოებთან, სადაც არიან ჩვენი დაკავებულები, რომ მათთან მოხდეს დღეს საკვების შეგზავნა და ადვოკატების დროული მიყვანა“- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.