იქ, სადაც შვილმოკლული მამა არის სამართლისა და გამჭვირვალეობის მოთხოვნით, საბავშვო ატრაქციონის დადგმა სხვა არაფერია თუ არა ფსიქოპატიის და ნაძირლობის უნიკალური მიქსი, - ასე აფასებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია პარლამენტის შენობის წინ კარვების აღების ფაქტს.

 

„ასეთია კოშმარად ქცეული ოცნების მომაკვდინებელი ცინიზმი, რომელიც არანაირ ზღვარს არ ცნობს’’, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

 

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს. შეგახსენებთ, წუხელ მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ კარვები აიღეს და ატრაქციონები დადგეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.