"ევროპის სახალხო პარტია“ ძლიერადაა იმედგაცრუებული მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიმართულებით, - ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაშია ნათქვამი.

 

“ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ასემბლეის წევრებს ბრიუსელში 3-4 თებერვალს შეხვედრა ჰქონდათ, რის შესახებაც პარტია განცხადებას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

 

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს მოლაპარაკებებს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

 

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოში დემოკრატიის ძლიერ მხარდამჭერად რჩება, აქედან გამომდინარე, პარტია ძლიერადაა იმედგაცრუებული მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიმართულებით. „ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს მთავრობას, ქართველი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

 

„ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მთავრობისა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებებს საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით და მოუწოდებს საქართველოს მმართველ უმრავლესობას, რომ ისეთი საარჩევნო სისტემის დანერგვის გარანტირება მოახდინოს, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერითა და ნდობით სარგებლობს და საპარლამენტო წარმომადგენლობის მაქსიმალურ პროპორციულობას უზრუნველჰყოფს 2020 წლის არჩევნებამდე.

 

„ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს მცდელობებისგან, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამოყენებული იქნას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და მოუწოდებს, შეწყდეს ოპოზიციის ლიდერების დევნა. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ის, რომ ქვეყნის დემოკრატიულმა მიღწევებმა უკან არ დაიხიოს, შედის როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის ინტერესებში“, - აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.