მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი და ა.შ. მომზადებული მაქვს. ბუნებრივია, მე ეს წინასწარ ვიცოდი და შესაბამისად, მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სამართალდამცველებს მიმართა. უგულავა შესაბამის უწყებებს სთავაზობს, რომ თავად მივა იმ ციხეში, რომელზეც მიუთითებენ.

 

„მინდა, შესაბამის სამსახურებს ვუთხრა, შეგიძლიათ ბოლომდე გაველურდეთ და რომ გავალთ, აქვე დამახვედროთ თქვენი „ოპრიჩნიკები“, ეგ თქვენი უფლებაა. ვაპირებ დავემშვიდობო ჩემს კოლეგებს, მივიდე „ევროპული საქართველოს“ ოფისში, იქაც დავემშვიდობო ხალხს და შემდეგ დაგელოდებით მეგობრებო, მობრძანდით.

 

მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი და ა.შ. მომზადებული მაქვს. ბუნებრივია, მე ეს წინასწარ ვიცოდი და შესაბამისად, მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში. ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას მაბრალებენ და ამჯერადაც ნუ გამოიყენებენ სახელმწიფო ბიუჯეტს არამიზნობრივად. მაცნობეთ მეგობრებო, როგორ უნდა აღვასრულო თქვენი უსამართლო, უკანონო, ბრიყვული და რეგვენული გადაწყვეტილება. მე არ ვაღიარებ არაფერს, არც ბრალს ვიღებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს იმიტომ, რომ ივანიშვილის საქართველოში ციხე ის ადგილია, სადაც ადამიანმა შეიძლება თავისუფლება იპოვო,“ - განაცხადა უგულავამ.

 

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.