ივანიშვილი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ფულიანი მდაბიოა, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანა ხელში ჩაიგდოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება ორი თვისების - სიბრიყვისა და შიშის- კომბინაციაა.

 

„ეს გადაწყვეტილება არის ორი თვისების კომბინაცია - სიბრიყვისა და შიშის. შიშმა ბოლომდე ბრიყვად აქცია ივანიშვილი. ეს არის ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ფულიანი მდაბიო, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანა ხელში ჩაიგდოს. დაჭერებით ამას ვერ მოახერხებს. დაჭერებით მხოლოდ საკუთარ დაისს დაასრულებს, ოღონდ ეს დაისი იქნება მისდა სამწუხაროდ, ძალიან მწარე“, - განაცხადა უგულავამ.

 

ოპოზიციონერმა ლიდერმა კიდევ ერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ის თავად მივა მათ მიერ მითითებულ ციხეში.

 

„მითხრან დრო და მე თვითონ მივალ "მატროსოვის ციხესთან", რომ აქ რაიმე ზედმეტ ნერვიულობას არ ჰქონდეს ადგილი. ბექა ბასილაიას ნომერი იციან მათ. მას დაუკავშირდით და მე თვითონ მივალ. აქ თქვენი მოსვლა თქვენთვისაც არასასურველი იქნება“, - განაცხადა უგულავამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.