აბა თქვენ იცით! დროებით! - ამ სიტყვებით გიგი უგულავა მის მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს დაემშვიდობა, რის შემდეგაც ადვოკატთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შევიდა.

 

შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სამართალდამცველები ოპოზიციონერ ლიდერს სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

 

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.