მორიგ კრიტიკულ წერილს აშშ-დან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახიარას, ტექსასელი კონგრესმენი რენდი ვებერი უგზავნის.

 

რესპუბლიკელი კონგრესმენი, უერთდება თავის კოლეგებს და დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდების, მშვიდობიანი პროტესტის ძალის გამოყენებით დაშლისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

 

კონგრესმენი, წერილში რამოდენიმეჯერ აღნიშნავს, რომ საქართველოს უკუსვლა აქვს დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით. ასევე, ტექსასელი კონგრესმენის წერილში საუბარია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასა და ამერიკული კომპანიებისთვის არახელსაყრელი გარემოს შესახებ. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მხარდაჭერის აქტი (Georgia Support Act) დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერის გამო მიიღო.

 

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ნეგატიური ტენდენციების გამო აშშ-ში სანქციების შესახებ მოწოდებები გახშირდა.

 

4 თებერვლით დათარიღებული წერილის ასლი, ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა, ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს, ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს და სხვა მაღალჩინოსნებს გაეგზავნათ.

 

,,გლობალ პრესი“ რესპუბლიკელი კონგრესმენის რენდი ვებერის წერილს სრულად გთავაზობთ:

 

"მე გწერთ იმისთვის, რომ შევუერთდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრების მზარდ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებიდან და ეკონომიკური განვითარებიდან უკუსვლის გამო.

 

ამერიკასთან საქათველოს სტრატეგიული პარტნირობისა და ამერიკის მხრიდან ყოველწლიურად გაცემული დახმარების გამო საქართველოში, თავს იძულებულად ვგრძნობ, რომ შევუერთდე ჩემს კოლეგებს კონგრესში, რომლებმაც გასულ კვირებში წერილები მოგწერეს. მე ვუერთდები მათ გამოხატულ შეშფოთებებებს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ უარი გეთქვათ დაპირებულ საარჩევნო რეფორმებზე, მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ცნობებთან დაკავშირებით და პოლიტიკური ოპონენტების, მედიის წარმომადგენლების, საერთაშორისო და ამერიკის კორპორაციების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გაუმართლებელ შევიწროებასთან დაკავშირებით.

 

გასულ წელს, მე შევუერთდი ჩემს კოლეგებს აშშ-ის წარმომადგენლობით ორგანოში საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისას, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა იყო თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთისგან არსებული გამოწვევების წინაშე.

 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტი არ ითვალისწინებდა ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მიმართ, რათა გავლენა მოეხდინა შიდა მმართველობაზე ისე, რომ ეს იქნებოდა საწინააღმდეგო ამ ჩანაწერისა - "დემოკრატიული ღირებულებების განვითარება საქართველოში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით, საჯარო უწყებების გამჭვირვალობით და პასუხისმგებლობით, კანონის უზენაესობით და ანტიკორუფციული მუშაობით".

 

საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში 2017 წლის შემდეგ 50%-ზე მეტით შემცირდა. ამას დამატებით, Transparency International-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური კორუფციის ინდექსი 2019 წელს, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოს რეინტინგი აგრძელებს უკუსვლას ან გაჩერებულია 2015 წლის შემდეგ. ანგარიშში გამოყოფილია, რომ "სახელმწიფოს მიტაცება" და "ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ადამიანის ხელში" არის მიმდინარე გამოწვევები. საბოლოოდ, ანგარიშში ასევე წერია, რომ "უკანასკნელი წლების განმავლობაში პროგრესის ნაკლებობა საქართველოში მიუთითებს ქვეყანაში ანტი-კორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე".

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება, არ არის გასაკვირი და როგორც ჩანს იმ არამეგობრულ გარემოს და შევიწროვებას უკავშირდება, რასაც საქართველოში ევროპული და ამერიკული ბიზნესი განიცდის. ამგვარი ამბის თვალსაჩინო მაგალითი ჩემი მშობლიური შტატის ტექსასის ერთ-ერთი კომპანიის ფრონტერას გამოცდილებაა.

 

საქართველოში ვითარების გარემოს გაუარესების კიდევ ერთი შემთხვევა ამერიკულ კომპანიას, ფეისბუქს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ კომპანიაში განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს და გააუქმეს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ათეულობით ყალბი ფეისბუკ გვერდი და ანგარიში, რომლებიც მოქმედებდნენ კოორდინებულად ოპოზიციური ჯგუფებისა და ოპოზიციური განწყობების წინააღმდეგ და აღვივებდნენ ანტიდასავლურ და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტი-ამერიკულ განწყობებს.

 

ამ შემაშფოთებელი ტენდენციების მიმართებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აშშ-ის კონგრესის 2019 და 2020 წლებისთვის თანხის გამოყოფის ორ საკანონმდებლო აქტს, რაც კონკრეტულად ეხებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან დემოკრატიული ფასეულობების, თავისუფალი ბაზრის პრინციპების და ამერიკული ბიზნესის ინტერესების წინააღმდეგ შეშფოთებას. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, აშშ-ს მთავრობიდან თანხის გამოყოფის შესახებ კანონმდებლობის გათვალისწინებით, თქვენს ქვეყანას უარყოფითად და სიფრთხილით უყურებენ.

 

განხილული ნეგატიური მოვლენებისა და ყოველწლიური ფინანსური დახმარების ფონზე, აშშ-ში გახშირდა მოწოდებები სანქციებისა და სხვა შესაძლო სადამსჯელო მოქმედებების შესახებ. მე ვუერთდები მზარდი კონგრესმენების რიცხვს, რომლებიც თავიანთი უშუალო ჩართულობით მოითხოვენ აშშ-საქართველოს სამართლიანი ბიზნესის შესახებ სპეციალური აქტის რეფორმირებას.

 

საქართველო რჩება აშშ-ს მნიშვნელოვან მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად. ვიმედოვნებ, რომ მეგობრებს შორის გულწრფელი კომუნიკაცია მომავალი წლებში უფრო მყარი და ძლიერი ურთიერთობის წინაპირობა იქნება. ამავე კონტექსტში, მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ხელს აიღებს ამერიკული კომპანიებს საწინააღმდეგო ქმედებებზე და ხელს შეუწყობს აშშ-იდან პირდაპირი ინვესტიციების ზრდას. იმედია, რომ საქართველოს მთავრობა საბოლოოდ, იპოვის გზას გასცეს სწორი პასუხი ქმედებებს, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქართველი ხალხი თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის", - წერს ტექსასელი კონგრესმენი

 

ცნობისთვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ კრიტიკული წერილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების, კონგრესმენების ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლისგან მიიღო, ასევე გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა კონგრესმენებმა: მარკვეინ მალინმა, ბრაიან ბაბინი, მაიკლ კარპენტერმა და სენატორებმა: როჯერ ვიკერმა, ვილ ჰარდიმ, ჯიმ რაშიმ და ჯინ შაჰინიმ.

 

21 იანვარს, კი ერთობლივი წერილი, პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს კონგრესმენებმა: ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენჯელი, მაიკლ მაკკაული.

 

რაც შეეხება კონგრესმენ პიტ ოლსონს, წერილი არ მიუწერია, თუმცა ,,ტვიტერის“-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „ქართველი ხალხი კორუმპირებულ მთავრობაზე უკეთესს იმსახურებს“.

 

28 იანვარს კი კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი გაასარჟა, ამერიკული სატელევიზიო შოუს პერსონაჟს გრაუჩი ოსკარს შეადარა და ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა.

 

Merab Tsaava
ავტორი:Merab Tsaava
ვებგვერდი:www.globalpress.ge
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.