გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება "ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით". 

 

,,ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება.

 

როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, მოვუწოდებთ მხარეებს, მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

უზენაესმა სასამართლომ ევროპული საქართველოს გენერალურ მდივანს, გიგი უგულავას, დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილ მერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს. ამის გამო, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებები შეწყვიტა და სამომავლო გეგმები დასახა, რაც მოსახლეობასთან შეხვედრებს, პიკეტებს, მაჟორიტარების საერთო კანდიდატებს და 4 აპრილს მასშტაბური აქციის ჩატარებას ითვალისწინებს. ოპოზიცის შეფასებით, გიგი უგულავას დაპატიმრებით ხელისუფლებამ მოლაპარაკების რესურსი ამოწურა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.