მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.

 

მან ახლობლებს და მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ზუსტად 9 წელიწადი და 6 თვე ვიმყოფებოდი საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი თავის მიმართ“, - განაცხადა მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

 

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტმა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან თითქმის, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.