პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიციელებს, მედიკოსებს, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებსა და სააფთიაქო ქსელის მუშაკებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

 

"მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მედიკოსს, რომლებიც დღეს 24 საათის განმავლობაში იბრძვიან, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიების, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელის მუშაკებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ხვალაც, ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაოაბას, ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმისთვის, რომ მათ მომსახურება გაუწიონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,რომ გადავდგათ პრევენციული ღონისძიებები, რასაც ახლა ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ყველამ ერთად ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და რა თქმა უნდა, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ვირუსი დავამარცხოთ. კიდევ ერთხელ მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ ამ მძიმე გამოწვევიდან გამოვალთ გამარჯვებულები," - განაცხადა გახარიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.