საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარკეტებში სპეციალური ზომები უნდა დაწესდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომლის თანახმადაც, ადამიანებმა მარკეტის რიგშიც ერთმანეთთან უსაფრთხო მანძილი უნდა დაიცვან.

 

„მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებსა და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვეულებრივ, უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში - ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო დისტანციის - 2 მეტრამდე დაცვის პირობებში და ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და, რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მისივე თქმით, ტრანსპორტშიც იქნება სპეციალური პირობები იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხო ტრანსპორტირება განხორციელდეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.