გამოვთქვამთ მზადყოფნას, ყველა ის რესურსი, რაც საქართველოს აქვს თავისი მოქალაქისთვის, თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზის მიღმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რას სთავაზობს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს.

 

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერტორიებზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოხერხდეს.

 

„ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ყოველთვის გამოვთქვამდით და დღესაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, ყველა ის რესურსი, რაც საქართველოს აქვს თავისი მოქალაქისთვის, თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზის მიღმა. ჩვენ ამ მზაობას გამოვთქვამთ დღესაც. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არამხოლოდ ეს მესიჯი მივიტანოთ, რამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა გვქონდეს. სამწუხაროდ, ხშირად არ გამოგვდის ეს, თუმცა გარკვეული შედეგები გვაქვს,“ - განაცხადა გახარიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.