რა თქმა უნდა პრეზიდენტი არის გამიჯნული პოლიტიკური ხელისუფლებისგან და ეს ასეც უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია, ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს რაიმე მითითების მიცემას. ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„თანაპარტიელები სალომე ზურაბიშვილს არ ჰყავს. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი რასაც ხაზი უნდა გაესვას. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და ეს არის სიახლე, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. ერთმანეთისგან არის გამიჯნული კონსტიტუციური ორგანოები და ინსტიტუტები ისე, როგორ უნდა იყოს გამიჯნული. ჩენ სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ორი თვე, რომ პრეზიდენტი არის თავისუფალი თავისი უფლება-მოსილების განხორციელებაში, მათ შორის შეწყალების ნაწილში. როდესაც ოპოზიცია მოითხოვდა ჩვენგან პრეზიდენტისთვის დავალების მიცემას, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ეს მიუთითებდა იმაზე, რომ ოპოზიციამ დღემდე ვერ გაიგო, რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და ხელისუფლების დანაწილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.