„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ნატო-სა და ევროკავშირში მაშინაც კი, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს, 26% კი ამის წინააღმდეგია. აღნიშნულ კვლევას „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

 

„ნატოში გაწევრიანებისგან მოსახლეობა უპირველესად უსაფრთხოებას მოელის, ევროკავშირში გაწევრიანება კი, მათი აზრით, ქვეყანას უპირველესად ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს. მოსახლეობის ნახევარზე მეტი (56%) ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში მაშინაც კი, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს, 26% კი ამის წინააღმდეგია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49% - 2019 წელთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით მეტი) ეთანხმება აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტი და საქართველოს მტერია და ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები არ უნდა გვქონდეს, 39% კი, ოკუპაციის მიუხედავად, რუსეთთან ამგვარ ურთიერთობებს ემხრობა, რაც შარშანდელ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით დაკლებული მონაცემია.

 

კვლევა ჩატარებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” მიერ ქვეყნის მასშტაბით (გარდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული არეალებისა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიებისა) ჩატარებულმა 1 763 რესპოდენტის გამოკითხვამ, რომლის ცდომილების ზღვარი 2.2%-ის ფარგლებშია”, - აღნიშნულია კვლევაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.