საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ „ლელოსგან“ პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო.

 

როგორც ჩუგოშვილმა „გლობალპრესს“ განუცხადა, პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი სხვა პარტიებმაც დააფიქსირეს, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და მეტიც, არ აქვს გადაწყვეტილი, საერთოდ მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

 

„პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი დაფიქსირებული იყო „ლელოსგან“, ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა პარტიისგან, დეტალებზე ყოველგვარი საუბრის გარეშე. მე არ ვჩქარობ გადაწყვეტილების მიღებას მომავალ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.