უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა, რომლებმაც მმართველი პარტიის რიგები დატოვეს და დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, ახალი პოლიტიკური პარტია შექმნეს.

 

„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი იქნება, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კი ზვიად კვაჭანტირაძე. ამავე პარტიაში იქნებიან და სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობებს დაიკავებენ მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.

 

ახალი პარტია არჩევნებისთვის ემზადება და მათი თქმით, არჩევნებში დამოუკიდებელად მიიღებენ მონაწილეობას.

 

პარტიის თავმჯდომარის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საინტერესო და ახალი ეტაპი დაიწყება.

 

„პარტიის სახელია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“, რადგან მიგვაჩნია, რომ სოლიდარობის გარეშე ამ ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა წარმოუდგენელია. პარტია წევრების ძალზე მრავალფეროვანი და დიდი გუნდისგან შედგება. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ საინტერესო და ახალი ეტაპი დაიწყება“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.