პანდემიური ვითარება თუ ნამდვილად გართულდება, ვფიქრობ, არჩევნების თარიღის შეცვლაზე ხელისუფლება არ უნდა გავაკრიტიკოთ - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა

 

„იმ შემთხვევაში, თუ პანდემიური ვითარება ნამდვილად გართულდება, ვფიქრობ, არ უნდა გავაკრიტიკოთ ხელისუფლება არჩევნების თარიღის შეეცვლასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ პანდემია მართლაც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ, ადამიანებს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ მათთვის საფრთხის შექმნის გარეშე, ასეთ შემთხვევაში არჩევნები უნდა გადაიდოს, რადგან ყველაზე ნაკლებად ოპოზიციას აწყობს არჩევნების ჩატარება საარჩევნო კამპანიის გარეშე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, არ დარჩეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება პანდემიით მანიპულირებს და სხვა მიზეზებით უნდა არჩევნების გადადება.

 

„თუ გადაიდება, ეს აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინაიდან ამოცანაა, რომ ამ არაჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 

ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს, არჩევნები შეიძლება დეკემბერში გაიმართოს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

 

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, დღეს, ობიექტური საფუძველი იმისა, რომ არჩევნები შეიძლება გადაიდოს, არ არსებობს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით კი, „პანდემიის მხრივ, ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ არჩევნები გადაიდოს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.