საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "მთავარი არხი" ყოველ დღე იმაზეა გადასული, რომ "ქართული ოცნების" გუნდის წევრებს რაღაც დააბრალოს.

 

მისივე თქმით, "ამ საქმეში" მას ბოლო დროს ძალიან ეჯიბრება "TV პირველი", რომელიც ზოგჯერ ტყუილების ტირაჟირებას ასწრებს. ამ თემაზე მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

,,როდესაც ქართული ოცნების გუნდის წევრს დააბრალებენ უამრავ რამეს, ყოველ დღე ამაზეა გადასული ნაცმოძრაობის პარტიული ტელევიზიები, მათ შორის მთავარი განსაკუთრებულ როლში, ტვ პირველიც ამ ბოლო დროს ძალიან შეეჯიბრა და გაეჯიბრა და ხანდახან ასწრებს ხოლმე ტყუილების ტირაჟირებაში, ვის რა დააბრალოს, რა მოუგონოს, როგორ მოატყუოს საზოგადოება, ეს თავდასხმა არ ყოფილა და თუკი ერთი პოლიტიკოსი გააკრტიკებს სახალხო დამცველს, ისიც მსუბუქად ეს ყოფილა თავდასხმა, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველს ოპოზიციონერი, სამარცხვინო და უპასუხისმგებლო უწოდა. ეს კრიტიკა კი მდინარაძემ შეაფასა, როგორც "მსუბუქი".

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.