"ლეობორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

"ჭორვილაში შეაშინე შენი დამონებული მეზობლები შე ნაძირალა. რეჟიმი უნდა დავამთავროთ!!!" - წერს ნათელაშვილი

 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.

 

კობახიძე აანონსებს კანონპროტეტის ინიცირებას, რომელმაც შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობა" არჩევნების მიღმა დატოვოს.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმანს პირველივე შეკრებისთანავე დააინიცირებენ და სამუშაოდ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოიწვევენ. თუ კომისია გადაცდომას დაადგენს, მაშინ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.