კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან თებერვლის ბოლომდე გამოიყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

"კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტრო როგორც იყო ადრე განათლების სამინისტროდან გამოიყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონდმებლო და სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.