,,თუ არ გვეხმარებით ქვეყნისთვის ძალზედ მწვავე დროს, რეალური, გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

 

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებსა და საკუთარი ვიწრო პარტიული ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ.

 

„სამწუხაროა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის წამოდგენილი. ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში ყოველთვის უფრო ადვილად იბადება სიმართლე და სწორი გზა. იმის მიუხედავად, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებსა და საკუთარი ვიწრო პარტიული ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ. ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს ვერ ავყვებით.

 

როდესაც ჩვენ აქ ოპოზიციის გარეშე ვსაუბრობთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. ორმაგდება მარტივი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის ის წილი, რაც მათზე უნდა ყოფილიყო, ჩვენზე გადმოდის. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად უნდა იყოს გააზრებული და ამ პოზიციიდან შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ თუ არ გვეხმარებით ქვეყნისთვის ძალზედ მწვავე დროს, რეალური, გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით. ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით. არავინ არ არის კრიტიკის წინააღმდეგი, არავის არავის კრიტიკის არ ეშინია" - განაცხადა გიროგი გახარიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.