,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია გახდა. გამარჯვებული მას შემდეგ გახდა, რაც ფეისბუქზე ხმის მიცემა შეწყდა.

 

ნიკა მელიამ ხმების 64.9%, ლევან ვარშალომიძემ კი 35.1% მიიღო.

 

ნიკა მელიას ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარედ კვირას, ნაციონალური მოძრაობს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.

 

ლევან ვარშალომიძემ, ნიკა მელიას გამარჯვება ფეისბიუქით, უკვე მიულოცა ,,ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ! ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო! ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება.“ - წერს ლევან ვარშალომიძე

 

ცნობისთვის, ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს პარტია დატოვა. ენმ-ს პოლიტსაბჭომ 2 კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია წარადგინა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.