ელენე ხოშტარიამ "ევროპული საქართველოს" ბრიფინგზე დაადასტურა, რომ პარტიას ტოვებს. მისი თქმით, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს.

 

ბრიფინგამდე ელენე ხოშტარიამ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება თანაგუნდელებთან კონფლიქტს არ უკავშირდება.

 

"მინდა, დავიწყო მადლობით "ევროპული საქართველოს" მიმართ. ესაა გუნდი, რომელშიც მე პრაქტიკულად დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება... პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. სათქმელიც არ არის, რომ არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ, მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში - ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი ძალის შექმნა. ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ასევე, მტკიცე, ერთიანი, პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას", - თქვა ხოშტარიამ

 

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.