„თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ეკონომიკას და ქვეყანას”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახი კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილავაზე განაცხადა.

 

კახიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრების პირასაა და ამის ფონზე, ბანკები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.

 

მისივე თქმით, ბანკებმა სჯობს დღეს ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა

 

„ფაქტობრივად ერთი წელია, პანდემიის გამო, ბიზნესი გაჩერებულია და ბიზნესმენების ძალიან ბევრი ნაწილი უკვე გაკოტრების პირასაა. ერთი მხრივ, აღებული აქვთ კრედიტები, მეორე მხრივ, ამ კრედიტებს ვერ ფარავენ იმიტომ, რომ შემოსავლები არ არსებობს. ამავდროულად, ბუნდოვანი პასუხები ესმით ბანკებიდან და დიდად ვერ ეხმარებიან ბანკები. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რამენაირად დაეხმაროს, ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, თვითონ ბანკებიც უნდა გადავიდნენ ფორსმაჟორის რეჟიმში. თუ ჩვენ ვხედავთ დახურულ კაფეებს, მაღაზიებს, რესტორნებს და სასტუმროებს, გამოდის, რომ ფორსმაჟორია და ეს ფორსმაჟორი რატომ არ შემოდის ქვეყანაში, რომ ბანკებსაც შეეხოს და ცოტა იფიქრონ ამ ყველაფერზე და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არ იფიქრონ? თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას. ამიტომ სჯობს დღეს ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა, ვიდრე მთლიანად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებული და გააკონტრონ ისე ქვეყანა, რომ წლების განმავლობაში მერე ვეღარ აღდგეს ”,- განაცხადა კახიშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.