Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2345
EUR
3.797
RUR
0.0412
GBP
4.1958

რუსეთში კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა, დააკავეს. როგორც UniLad-ი იუწყება, მას ბრალი მიმდევრების ფულის გამოყენებაში და ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ედება.

 

სერგეი ტოროპი, რომელიც მიმდევრებისთვის „ვისარიონ ქრისტე მასწავლებლის“ სახელითაა ცნობილი, კრასნოიარსკის რეგიონში, ბოლო აღთქმის სახელობის ეკლესიის ხელმძღვანელია.

 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, დაკავებულია კულტის ლიდერი და მისი ორი მოადგილე, რომელთაგან ერთიც ყოფილი როკერია. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ დამნაშავეები კომუნაში ვერტმფრენებისა და ფურგონების საშუალებით დააკავა.

 

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მანამ სანამ ტოროპი კულტს ჩამოაყალიბებდა და მისი ლიდერი გახდებოდა, საგზაო მოძრაობის ოფიცრად მუშაობდა.

 

ტოროპმა საკუთარი მიმდევრებისთვის 10-ტომიანი „ბიბლიის გაგრძელება“ დაწრა.

 

აღსანიშნავია, რომ ტოროპის რელიგიური ორგანიზაცია, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროში ოფიციალურადაა დარეგისტრირებული და მისი მიმდევრების ნახევარზე მეტი კრასნოიარსკის მხარეში ცხოვრობს.

 

მას ვისაც აღნიშნული „რელიგიის“ მიმდევრობა სურს, აუცილებელია, რომ არ ეწეოდეს, არ სვამდეს, არ ცვლიდეს ფულს და უნდა ცხოვრობდეს პატარა ხის ქოხში, მიუხედავად იმისა, რომ ტოროპი საკმაოდ კომფორტულ სახლში ცხოვრობს.

თურქეთის რელიგიის საკითხთა სამმართველოს მეთაურმა ალი ერბაშმა სტამბოლში, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მსახურებისთვის სამი იმამი და ხუთი მუეძინი დანიშნა.

 

ტაძარში 24 ივლისს 86 წლის შემდეგ პირველად, ღვთისმსახურებას შეასრულებენ.

 

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე - იმედის დღე აღინიშნება. ამ დღეს იკურთხა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიც.

 

სწორედ ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, საღმრთო ლიტურგიას ჩაატარებს. საზეიმო წირვა 10 საათზე დაიწყება. ერთი წლის წინ, მთავრობის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტმა 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, იმედის დღედ გამოაცხადა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის გახსნას გამოეხმაურა.

 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის გაბრაზებულია მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაქცევის გამო და რომ თურქეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის ცუდი ამოსავალი წერტილია.

 

„როგორც ბერძენი, საკმაოდ გაბრაზებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ემოციას გრძნობს. თურქეთმა რაღაც მომენტში უნდა გადაწყვიტოს მისი გეოპოლიტიკური პოზიცია. სურს თუ არა მას ევროკავშირთან მუშაობა და ევროპულ ფასეულობებზე დაყრდნობა? თუ ასეა, დღეს რაც მოხდა, ნამდვილად ცუდი ამოსავალი წერტილია“, - განაცხადა მარგარიტის სხინასმა.

 

დღეს სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევის ლოცვის დაწყებამდე აია-სოფიაში ყურანი წაიკითხა.

 

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის 1000 წლის მანძილზე, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს.

 

„ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას. ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

 

პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად.

 

იმედი გვაქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისათვის“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრია სარიას მიერ გამოქვეყენებული ჩანაწერების ავთენტიკურობა ოფიციალურად დადგენილი არ არის, თუმცა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს ეჭვი არ ეპარება, რომ სექსუალური შევიწროვების ფაქტები ნამდვილია.

 

მეუფე პეტრე ამბობს, რომ სინოდი ვალდებულია, აღდგომიდან 50 დღის შემდეგ სხდომაზე შეიკრიბოს და ასევე ვალდებულია სკანდალური ბრალდებები განიხილოს. შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრეს სწორედ იგივე საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამო ჩამოართვეს ეპარქიის ხელმძღვანელობა. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემების განხილვა საეკლესიო კრებაზე უნდა შედგეს.

 

,,ჩემ მიერ გასული წლის 31 ოქტომბერს დაწყებული ბრალდება, შესაბამისად, გაგრძელდეს მოკვლევა და გაგრძელდეს საეკლესიო სასამართლო. აქ არის ლტოლვა მამათმავლური და არის შევიწროება.

 

სიმართლე უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, თუ ვის ანდობს სულს და რა ხდება მის დედაეკლესიაში. შერჩევითი სამართალი უნდა გამოვრიცხოთ და სჯულის კანონით უნდა ჩატარდეს დიდი საეკლესიო კრება," - ამბობს მეუფე პეტრე.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევის ლოცვის დაწყებამდე აია-სოფიაში ყურანი წაიკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN Turk-ი ავრცელებს.

 

სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს.

 

დილიდან აია-სოფიასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია აშუქებს. დღეს აია-სოფიას ტაძარში 86 წლის შემდეგ პირველად, ღვთისმსახურებას შეასრულებენ.

 

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე 17 ათასი პოლიციელია მობილიზებული.

 

აღსანიშნავია, რომ პარასკევის ლოცვას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრება. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

,,ნებისმიერი პატიოსანი სასულიერო პირი შეწყვეტდა პატრიარქის მოხსენიებას" - ამის შესახებ მეუფე პეტრე(ცაავა) ტელეკომპანია ,,მთავართან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

,,მიმაჩნია, რომ ბოლო წვეთი მისი მოთმინების ფიალისა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და შეეწყვიტა კათალიკოს პატრიარქის მოხსენიება წირვა ლოცვაზე, აღმოჩნდა, გახმაურებული სატელეფონო მიმართვა ერთ-ერთი ადამიანისა, რომელიც ასევე ჰყვება, მისი ფსიქოლოგიური ტრავმის შესახებ, რომელიც საპატრიარქოში მას შეემთხვა და მამაომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს, ნებისმიერ პასუხისმგებლიანმა და პატიოსანმა სასულიერო პირმა, - ამბობს ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი.

 

მისივე თქმით, ამ საკითხს წერტილი დიდმა საეკლესიო კრებამ და საეკლესიო სასამართლომ უნდა დაუსვას. მღვდლების დასჯის ნაცვლად, მათ კითხვებზე საპატრიარქომ პასუხი უნდა გასცეს.

 

,,იქნეს აღიარებული, ან გაირკვას სიმართლე. ჩატარდეს საეკლესიო კრება და საეკლესიო სასამართლო, ეს იყო მამა ათენაგენეს მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შესრულების ნაცვლად მას შეუჩერეს მღვდელმსახურება, - ამბობს მეუფე  პეტრე ცაავა.

 

როგორც თეოლოგები ამბობენ, რომ სასულიერო პირს, რომელიც პატრიარქის წირვა ლოცვაში მოხსენიებას შეწყვეტს მეუფე ართმევს მღვდელმსახურების ჩატარების უფლებას, მაგრამ დასჯილ მღვდელს შეუძლია სინოდის სხდომაზე განმარტოს გადაწყვეტილების მიზეზი და თუ ეს მიზეზი მისაღები იქნება, ის გამართლდება.

"სოდომის ვირუსი სულის მკვლელია, პატრიარქო და მისგან თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. კორონა ვირუსი სხეულს კლავს, ის კი სულის წარწყმედას უწყობს ხელს" - ეს ციტატა მღვდელმონაზონი ანდრია სარიას სტატუსიდანაა, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

სტატუსს თან ერთვის ხმოვანი შეტყობინებები, რომლებიც, მისივე განმარტებით, სექსუალური შევიწროვების ფაქტებზე მიუთითებს. ანდრია სარია, სინოდის სხდომის მოწვევასა და სატელეფონო ჩანაწერების განხილვას მოითხოვს.

 

,,აქ არის რა თქმა უნდა, პირადად შევიწროება ადამიანის, სექსუალურად, მოდი ასე ვთქვათ, რაც ძალიან ამაზრზენი და მოსასმენადაც მძიმეა, მაგრამ ჩვენ ეს ფაქტები იმიტომ გავასაჯაროვეთ, რომ არ ცხრებიან და ცილისწამებაზე გადმოდიან. არც საშუალებას გვაძლევენ, რომ განვიხილოთ საეკლესიო სასამართლოს ფორმატში, სინოდის ფორმატში, სადაც დაიდება ეს ფაქტები, იქნება მსჯელობა და მოგვეცემა შესაძლებლობა, ამ ადამიანების თანდასწრებით მოხდეს საკითხების განხილვა", - ამბობს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

 

დილიდან აია-სოფიასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია აშუქებს. დღეს აია-სოფიას ტაძარში 86 წლის შემდეგ პირველად, ღვთისმსახურებას შეასრულებენ.

 

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე 17 ათასი პოლიციელია მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ პარასკევის ლოცვას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრება.

 

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

 

 

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (კაცია) მარტვილის, სოფელი ბალდის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამღვარს არქიმანდრიტ ათენოგენეს მსახურება შეუჩერა.

 

არქიმანდრიტის განცხადებით, მსახურების შეჩერება მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მხარდაჭერას და ღვთიმსახურებაში პატრიარქის მოუხსენიებლობას უკავშირდება.

 

სასულიერო პირის თქმით, მეუფე გრიგოლს შეხვდრისას უთხრა: ვიდრე გარკვეულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ვერ შეძლებს საღვთო ლიტურგიისას პატრიარქის მოიხსენიებას.

 

,,მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, ვიდრე ამას არ გამოძიებენ და ეკლესიას პასუხის არ ექნება. შემდეგ ძალოვანები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ, რომ არ მოვიხსენიებდი, ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა. დაველოდებით მათ პასუხს“ – აცხადებს არქიმანდრიტი ათენოგენე.

 

არქიმანდრიტისთვის მსახურების შეჩერებას ადგილობრივი მრევლი აპროტესტებს. მათი განცხადებით, სხვა სასულიერო პირს მსახურების ჩატარების საშუალებას არ მიცემენ.

რომის პაპმა ფრანცისკემ აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ წმინდა საყრდის ოფიციალური საინფორმაციო ორგანო ავრცელებს.

 

„ვულოცავ აღმოსავლეთის ეკლესიების მრევლს, ძმებსა და დებს, რომლებიც დღეს აღდგომას აღნიშნავენ. ერთად ვამბობთ: „ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად!“ ამ რთული განსაცდელის დროს განსაკუთრებით ვგრძნობთ იმედს, რომელსაც ქრისტეს აღდგომა გვაძლევს. დაე ჩვენი ძმობა გამაერთიანელი იყოს იქ, სადაც ქრისტიანები უმცირესობას წარმოადგენენ“, - განაცხადა ფრანცისკემ.

 

რომის კათოლიკურმა ეკლესიამ წელს აღდგომის დღესასწაული 12 აპრილს აღნიშნა.

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?