რუსეთში კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა, დააკავეს. როგორც UniLad-ი იუწყება, მას ბრალი მიმდევრების ფულის გამოყენებაში და ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ედება.

 

სერგეი ტოროპი, რომელიც მიმდევრებისთვის „ვისარიონ ქრისტე მასწავლებლის“ სახელითაა ცნობილი, კრასნოიარსკის რეგიონში, ბოლო აღთქმის სახელობის ეკლესიის ხელმძღვანელია.

 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, დაკავებულია კულტის ლიდერი და მისი ორი მოადგილე, რომელთაგან ერთიც ყოფილი როკერია. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ დამნაშავეები კომუნაში ვერტმფრენებისა და ფურგონების საშუალებით დააკავა.

 

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მანამ სანამ ტოროპი კულტს ჩამოაყალიბებდა და მისი ლიდერი გახდებოდა, საგზაო მოძრაობის ოფიცრად მუშაობდა.

 

ტოროპმა საკუთარი მიმდევრებისთვის 10-ტომიანი „ბიბლიის გაგრძელება“ დაწრა.

 

აღსანიშნავია, რომ ტოროპის რელიგიური ორგანიზაცია, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროში ოფიციალურადაა დარეგისტრირებული და მისი მიმდევრების ნახევარზე მეტი კრასნოიარსკის მხარეში ცხოვრობს.

 

მას ვისაც აღნიშნული „რელიგიის“ მიმდევრობა სურს, აუცილებელია, რომ არ ეწეოდეს, არ სვამდეს, არ ცვლიდეს ფულს და უნდა ცხოვრობდეს პატარა ხის ქოხში, მიუხედავად იმისა, რომ ტოროპი საკმაოდ კომფორტულ სახლში ცხოვრობს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.