ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს. აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუკი ხელისუფლება არ გააუქმებს დაწესებულ რეგულაციებს, შესაძლოა, „ტაქსისტების რევოლუციაც“ მოხდეს.

 

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კახა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის ტანდემმა ტაქსების სფეროში სრული მონოპოლია დაამყაროს და ეს ადამიანები გაწიროს შიმშილისთვის. ხელისუფლების მიზანია, ამ გამოგონილი რეგულაციებით ტაქსის მძღოლები აიძულოს წავიდნენ ბაზრიდან და დარჩნენ მშივრები. მოვითხოვთ გაუქმდეს ტაქსების იძულებითი გადაღებვის რეგულაცია, რაც არის ხელმიუწვდომელი, რაც არის მანქანის დამაზიანებელი, საკუთრების უფლების შემლახავი და პირდაპირი ტერორი. მონოპოლიის დამყარების მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.