„მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმროს ექსტრემისტები იმიტომ, რომ ისინი არ ემორჩილებიან შსს-ს განჩინებას,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს ვერის ბაღში განუცხადა. ვასაძე შსს-ს იმ პირთა დაკავებისკენ მოუწოდებს, რომლებიც მისი თქმით, 200-300 კაცის მეშვეობით საზოგადოებაში არეულობის შეტანას ცდილობენ.

 

„ისინი ახდენენ რადიკალიზაციას იმ 200-300 კაცის მეშვეობით. ეს არის ის ერთი მუჭა ხალხი, რომელიც მათ უნდა ანაცვალონ მთელ ქართველ ერს,“- განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

ბიზნესმენის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ჭკვიანი წევრი ნიკა მელია აღმოჩნდა, რადგან ვასაძის ინფორმაციით, ისიც პრაიდის ჩატარების წინააღმდეგია. ლევან ვასაძემ პოლიციელებს მათ მხარეზე გადასვლისკენ მოუწოდა.

 

„რაც შეეხება პროცესებს, რომელიც წასულია ე.წ. ლიბერალ-ფაშისტ-მარქსისტების ბანაკში, ძალიან სასაცილოა. წასულია რღვევა. ყველაზე ჭკვიანი „ნაცი“ მელია აღმოჩნდა, როგორც ველოდებოდით. ის გადმოვიდა ხალხის მხარეს და თქვა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს. ეს პროცესი მათში გაგრძელდება. ჩვენ ველოდებით, რომ პოლიციელების გარკვეული ნაწილი ასევე გადმოვა ხალხის მხარეს. მათ მოვუწოდებ, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაექვემდებარონ ჩვენს სახელმწიფოზე უკანონო ზეწოლას და თავის ხელფასები ხალხის სიყვარულს არ ანაცვალონ,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.