პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, გაზის გაშვება საკმაოდ დიდი რაოდენობით მოხდა. რამდენიმე დემონსტრანტი ამის გამო შეუძლოდაც გახდა. გაზის ყუმბარების გაშვების შემდეგ, დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება ეტაპობრივად დაიწყეს, რადგან მათი განცხადებით, იქ გაჩერება და სუნთქვა შეუძლებელია.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.