ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა. ის საგამოძიებო უწყების კითხვებს 9 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ვასაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუმცა, გამოძიების კითხვებსა და შინაარსზე არ უსაუბრია.

 

მან რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ასევე გაიხსენა 9 აპრილის მოვლენები, რა დროსაც ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა. ვასაძემ საუბარი რამდენჯერმე შეწყვიტა, ვინაიდან ცრემლებს ვერ იკავებდა.

 

"ცრემლები მადგება თვალებზე ამხელა კაცს...ამ გამზირზე როცა მკლავდნენ, რუსი "სალდათები" 9 აპრილს, ვიცოდი რას ვიცავდი, მე ვიცოდი ვის ვებრძოდი. მე ვიცავდი იქ იმ ღამეს ჩვენ ქალებს", - განაცხადა ვასაძემ.

 

ცნობისთვის, ლევან ვასაძე უკანონო ფორმირებების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.