„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, „თიბისი ჰოლდინგის" სახელით დააფინანსოს „ჯორჯიან ეარვეისის“ 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

 

„მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ "თიბისი ჰოლდინგის" სახელით დავაფინანსო "აირზენას" 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ პუტინის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. ამავე ბრძანების თანახმად, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან დროებით იკრძალება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.