მთავრობის კანცელარიის წინ მოძრაობა "გაბედეს" და "შეცვალეს" წარმომადგენლებმა საღებავებით წარწერები გააკეთეს, რითიც მათ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტი გააპროტესტეს.

 

მოძრაობის წევრებმა ის წარწერები გააკეთეს, რომელიც 15 წლის მოზარდმა ყოფილი სკოლის შენობაზე დატოვა, მათ შორის "ამ ცხოვრების დედაც". "შეცვალეს" წევრებმა კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საღებავებით დაწერეს: "ლუკა ბოდიში", "სისტემა კლავს", "რატომ მკლავ", "შემდეგი შეიძლება შენ იყო", მოკლულია სისტემის მიერ".

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.