იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის თამარ ვახტანგაძის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს გული გაუჩერდა.

 

თამარ ვახტანგაძის თქმით, ექვსი დღის განმავლობაში პაციენტს ყველანაირი სამედიცინო ჩარევა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

"ბოლო 6 დღის განმავლობაში, მას ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო ჩარევა. საგანგებოდ მისთვის, ამ პაციენტისთვის ნეიროქირურგების და ანესთეზიოლოგების გუნდი იქნა ჩამოყვანილი ისრაელიდან, თუმცა სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 20:10 საათზე მისი გული გაჩერდა", - განაცხადა თამარ ვახტანგაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.