საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას აპირებენ. ამის შესახებ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, თუმცა ტერიტორიაზე კვლავ რჩება მოქალაქეეების ნაწილი.

 

აქციის მონაწილეები შსს-სთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. მათ ავტომობილების სავალ ნაწილზე წარწერების ე.წ. "პულივიზატორებით" დაწერის შემდეგ, ერთგვარი ჯაჭვი სამანქანო სავალი გზის გასწვრივ, შსს-ს შენობის წინ გააკეთეს.

 

აქციის მონაწილეებმა ავტომობილების სავალ ნაწილზე წარწერები: "ამ ცხოვრების დედაც!", "ამ სისტემის დედაც", "ამ რეჟიმის დედაც!", "ნუ მომკლავ", არ მომკლა", "აბა დამიჭირე თუ შეგიძლია" , "სისტემა კლავს" და ა.შ. გააკეთეს.

 

გიგა მაქარაშვილის თქმით, აქცია ხვალ დილითაც იგეგმება. მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი კანცელარიასთან, ნაწილი პროკურატურასთან, სხვები კი სხვადასხვა უწყებებთან გადანაწილდებიან და წარწერებს გააკეთებენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.