15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი აქციას შსს-ს შენობასთან გააგრძელებს. ამის შესახებ "გლობალპრესს" მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა.

 

მოძრაობა "გაბედეს" და "სირცხვილიას" წევრებმა დიღმის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და შენობაზე ბანერი გააკრეს წარწერით "ამ ცხოვრების დედაც".

 

მოგვიანებით აღნიშნული ბანერი სამართალდამცველებმა ჩამოხსნეს.

 

შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს "112“-ში განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ასევე, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის ლონდა თოლორაიას მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.