მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები იაშვილის კლინიკაში მივიდნენ და გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ ადგილზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

 

ერთ-ერთი აქტივისტის ანა ჭარხალაშვილის თქმით, მოზარდი სისტემის მსხვერპლი იყო.

 

"სოლიდარობას ვუცხადებთ ოჯახს და მწუხარებას გამოვთქვამთ. ეს არის მძიმე ფაქტი, რამაც მიიღო სისტემური სახე. ჩვენ გვახსენდება დემი სტურუა, რომელიც ასევე სისტემის მსხვერპლი იყო. რეაგირება ამას ჩვენი მხრიდან მოყვება. აქ მოვიტანეთ ყვავილები და სანთლები, რითიც სოლიდარობას ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს", - განაცხადა ჭარხალაშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.