საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის თქმით, 15 წლის ბიჭის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საკითხზე, შეკითხვები იქნება.

 

„ძალიან დამწუხრებული ვარ ამ ტრაგიკული შემთხვევით. ჩემი ფიქრებით მის ოჯახთან ვარ. ახლა არც იმის დროა და არც ჩემი უფლებამოსილებაა ამ საკითხზე ვისაუბრო. ახლა აქცენტი ოჯახზე და მის მწუხარებაზე უნდა მოვახდინოთ. სხვა ყველაფერი მოგვიანებით უნდა იყოს განხილული. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ საქმეზე შეკითხვები იქნება“,-განაცხადა ელჩმა.

 

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.