საზოგადოებრივი მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მდუმარე პერფორმანსი გამართეს. მათ უწყების შენობის წინ სკოლის მერხი და სკამი მიიტანეს.

 

როგორც „გურიანიუსსს“ მოძრაობის წევრმა ნოდარ რუხაძემ განუცხადა, ამ ფორმით მათ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტი გააპროტესტეს.

 

„სისტემა არის მოძალადე. ჩვენ გავაპროტესტეთ სისტემის ძალადობა,“ - განაცხადა მან.

 

გარდა ამისა, „სირცხვლია“, „შეცვალე“ და „გაბედე“ დღეს, 19.00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გეგმავს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.