„დღეს მეც ლუკა ვარ, ის ლუკა, თქვენ რომ გუშინ მოკალით", "ამ ცხოვრების დედაც", "ლუკასთვის", "აბა დამიჭირეთ", "მისი ოჯახისთვის", "ვინც უნდა მიცავდეს, ის მკლავს", - ამ ლოზუნგებით პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები, სკოლის წინ აქციას მართავენ.

 

მოსწავლეები გუშინ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ არ სურთ, მსგავსი ფაქტი ისევ განმეორდეს.

 

„ლუკას ოჯახს სოლიდარობას ვუცხადებთ. ჩვენი ასაკის ბიჭი იყო და მისი გარდაცვალების გამო ყველას გული გვტკივა. აღარ გვინდა ასეთი რამ განმეორდეს. შემდეგი შეიძლება ჩვენ ან ჩვენი მეგობარი ან ახლობელი იყოს", - განაცხადა  პირველი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ლუკა ქვლივიძემ.

 

ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ მოძრაობა "შეცვალეს" წევრები.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.